სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.08.2017

     (რეზონანსი) რაჭაში ჩამოწოლილი მეწყრის გამო შესაძლოა მთის აფეთქება გახდეს საჭირო. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მალხაზ ლომთაძე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე გეოლოგების დასკვნას ელოდებიან.

    მეწყერის გამო ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 3 სოფელი აბარი, ლიხეთი და ურავი გარესამყაროს მოწყვიტა. მეწყერმა საავტომობილო გზა ჩახერგა.

    დღეს დილით სოფლებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც დასჭირდათ, ექიმებმა საკაცე და წამლები მეწყერის მეორე მხარეს ხელით გადაიტანეს.

    ადგილობრივების ინფორმაციით, ინტენსიური ქვათა ცვენა შემთხვევის ადგილზე ჯერ კიდევ გუშინ დაიწყო, ბოლოს კი მიწის მოზრდილი მასა მოწყდა და გზა ჩაკეტა.

    ადგილზე სამშენებლო ტექნიკა მუშაობს, თუმცა როდის აღდგება საგზაო მიმოსვლა, უცნობია.

    ადგილობრივების განცხადებით, გზის ჩახერგვის გამო, თბილისისკენ გადაადგილება შეუძლებელია. მათი თქმით, ქვა-ღორღი მთელი ღამის განმავლობაში ცვიოდა და ამ ეტაპზე გზის მეორე მხარე საერთოდ აღარ ჩანს.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter