სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.08.2017

     (რეზონანსი) რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის მინისტრმა „ავაკოვთან" საუბარში აღიარა ის, რასაც მე ყოველთვის ვამბობდი: ყველა საქმე ჩემს წინააღმდეგ ფაბრიკაციაა და წმინდა პოლიტიკური ხასიათი აქვს, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომელიც ცნობილი რუსი ,,პრანკერის", „ლექსუსისა" და თითქოსდა საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის საუბარს ასახავს.

    „ივანიშვილს საქართველოში ჩემი ჩასვლის ეშინია, რამდენადაც ქართველი ხალხი, რომელსაც, ჩემი მმართველობის შესადარებლად ოლიგარქიულ ჩაგვრასთან, უკვე საკმაო მასალა აქვს ქუჩაში გამოვადა გახვეტს მათ, როგორც კი თბილისში გამოვჩნდები. მაგრამ მე უახლოესი გეგმები მაქვს, რომლებიც უკავშირდება უკრაინას და მის გათავისუფლებას მოლდოველი და დონეცკელი ოლიგარქებისგან", - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუქში მის ოფიციალურ გვერდზე.

    Страна.ua-მ აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც, ცნობილი რუსი ,,პრანკერი" ლექსუსი თითქოსდა საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს, უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხზე ესაუბრება. მღებრიშვილი უკრაინულ მხარეს სთხოვს, ის საქართველოს არ გადმოსცენ. ამასთან, ის ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია.

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თავის მხრივ, უარყო, რომ მსგავსი საუბარი შედგა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter