სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.08.2017

     (რეზონანსი) "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ფეისბუქზე მორიგი ვიდემიმართვა გაავრცელა. ამჯერად მან ეკოლოგიის შესახებ ისაუბრა. კალაძის თქმით, დედაქალაქში გარემოს ყველაზე მეტად ტრანსპორტი და მშენებლობები აბინძურებს.

    ამასთან, მერობის კანდიდატმა ყურადღება პარკებისა და რეკრეაციული ზონების განვითარებასა და ნარჩენების საკითხის მოგვარებაზე გაამახვილა. მისი თქმით, თბილისს ეკოლგიური განვითარების ერთიანი ხედვა უნდა ჰქონდეს.

    როგორც კალაძემ აღნიშნა, აუცილებელია ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება ამოქმედდეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი განახლდეს, საბაგირო ხაზები განვითარდეს და ელექტრომობილების პოპულარიზაცია მოხდეს.

    „პირველი, რაც მნიშვნელოვანი და გასაკეთებელია, ვფიქრობ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებაა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არა მხოლოდ კომფორტული და მოწესრიგებული, არამედ, პოპულარული უნდა გავხადოთ. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ, დიდი რაოდენობით ავტობუსების შესყიდვა, მოგვიწევს, ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ საქართველოში მათი წარმოება და აწყობა მოხდეს. აუცილებლად მეტროს მოდერნიზაცია მოხდება. საბაგირო ხაზების განვითარებასა და ელექტრომობილების პოპულარიზაციას ხელს შევუწყობთ. ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება უნდა ამოქმედდეს, რაც მგონია, რომ დაგვეხმარება ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება,"-განაცხადა კალაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter