სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.09.2017

     (რეზონანსი) ფოთში თამარ მეფის ქუჩაზე, საერთო საცხოვრებლის მესამე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა.

    სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. პატარას მრავლობითი დაზიანებები თავის არეში და ასევე მთელ სხეულზე აღენიშნება.

    ბავშვი ამჟამად ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფება.

    მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124 მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter