სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.09.2017

     (რეზონანსი) „ქართველთა მარშის" ერთ-ერთი ლიდერის სანდრო ბრეგაძის განცხადებით, მისი თანაგუნდელის ლადო სადღობელაშვილის დაკავება უკანონოდ მოხდა.

    როგორც ბრეგაძემ განაცხადა, ისინი მაქსიმალურად ეცდებიან რომ პასუხი აგებინონ იმ პოლიციელებს, რომლებმაც სადღობელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება განახორციელეს.

    „ეს პოლიტიკური პოლიციაა, რაც ცუდია. პოლიციის გუშინდელმა ქმედებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვანო მერაბიშვილის შემდეგ ამ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა, რაც სამწუხაროა. ფიზიკური შეურაცხყოფა, რომელიც სადღობელაშვილს მიაყენეს, ეს გაუგონარი სახის დანაშაულია, რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ჩაიდინა. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ამ საქმეს ბოლომდე ჩავყვებით. პასუხს აუცილებლად ვაგებინებთ იმ პოლიტიკურ პოლიციელებს და მერაბიშვილის დროინდელ „ზონდერებს", რომლებმაც ეს სისაძაგლე ჩაიდინეს", - - ამბობს ბრეგაძე.

    თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართველთა მარშის" წევრ ლადო სადღობელაშვილის სასამართლო პროცესი 15 სექტემბრის 09:00 საათამდე გადიაიდო, იქამდე კი სადღობელაშვილი გათავისუფლებულია.

    მისი დაკავება გუშინდელ „ქართველთა მარშის" აქციაზე მოხდა. სადღობელაშვილი ადმინისტრაციული წესით სსკ-ს 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევისთვის დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter