სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.09.2017

     (რეზონანსი) საქართველოს მძარცველ საბანკო სისტემასთან ბრძოლაში გმირულად დაიღუპა ჩვენი ორგანიზაციის წევრი, - ამის შესახებ მწერალი ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

    კაკაბაძე ბანკის ძარცვის დროს მომხდარ თვითმკვლელობას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ გარდაცვლილი მათი ორგანიზაციის წევრია.

    "საქართველოს მძარცველ საბანკო სისტემასთან ბრძოლაში გმირულად დაიღუპა ჩვენი ორგანიზაციის წევრი. მის ოჯახს სამძიმარს ვუცხადებთ და ახლავე პირობას ვიძლევით, რომ ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველოში ხალხის უბედურების ხარჯზე გამდიდრებული ყველა ბანკი არ დაცარიელდება და მათი მიტაცებული ფული ისევ ხალხს არ დაუბრუნდება. ჩვენ ამ აქტებზე პასუხისმგებლობას ვიღებთ და ბრძოლას ვაგრძელებთ საქართველოს საბანკო მონობისგან განთავისუფლებისთვის", - წერს კაკაბაზე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

    გეტყვით, რომ საქმე, გუშინდელ წერეთლის გამზირზე „საქართველოს ბანკის" დაყაჩარების მცდელობას ეხება. თვითმხილველების ინფორმაციით, ბანკში შეღწევა თავდამსხმელმა იარაღის მუქარით მოახერხა.

    „საქართველოს ბანკის" აღნიშნულ სერვის ცენტრში მომხმარებელი ვერ შევა, თუ ბანკის პლასიკური ბარათი არ აქვს და სპეციალურ გამხსნელში არ მოათავსებს. თავდამსხმელმა დაცვის თანამშრომლს კარი იარაღის მუქარით გაახსნევინა.

    მათივე ინფორმაციით, რამდენიმე წუთში პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე მოვიდნენ, რის შემდეგაც ბოროტმოქმედმა თავი მოიკლა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter