სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.09.2017

     (რეზონანსი) 10 სექტემბერს უკრაინა-პოლონეთის საზღვრის უკანონო გარღვევის საქმეს კიდევ ერთი მუხლი დაემატა. საუბარია უკრაინის სსკ-ს 296-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რაც ხულიგნობას გულისხმობს. ამის შესახებ უკრაინის ნაციონალური პოლიციის განცხადებაშია ნათქვამი.

    როგორც პოლიციაში განმარტავენ, საზღვრის გამრღვევ პირებს შორის ძირითადად ზაკარპატის, ხერსონისა და პოლტავის ოლქების მცხოვრებლები არიან.

    „სასაზღვრო-გამშვებ პუქტ „შეგინზე" განვითარებულ მოვლენებზე დაწყებულ გამოძიებას ახალი სისხლის სამართლის კვალიფიკაცია დაემატა, რომელიც ხულიგნობას გულისხმობს. ამ მოვლენებში უკრაინის რამდენიმე რეგიონის მოსახლეობა მონაწილეობდა, რომელთა შორის, ძირითადად ზაკარპატის, ხერსონისა და პოლტავის ოლქების მცხოვრებლები არიან.

    „ხერსონის ოლქის ერთ-ერთი მცხოვრები საგამოძიებო ორგანოებმა განმარტებების გასაკეთებლად დაიბარებს, თუმცა მამაკაცმა განმარტებების გაკეთებაზე უარი თქვა, რის შემდეგაც მას უწყება გადაეცა, მეორე დღეს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების თაობაზე", - ნათქვამია უკრაინის პოლიციის განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბერს, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა. საქართველოს ექს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც იგი მხარდამჭერებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter