სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.09.2017

     (რეზონანსი) დოკუმენტური ფილმების სტუდია „მემატიანეს" უნიკალური ფირების აღწერის პროცესი დაიწყო. სტუდიის არქივი 25 000- მდე ნეგატივისა და პოზიტივის ფირს ინახავს. ინფორმაციას „პირველი არხი" ავრცელებს.

    საზოგადოებრივის ცნობით, "მემატიანეს" არქივში ყველაზე ძველი ნეგატივი 1902 წლითაა დათარიღებული და მასზე საქართველოში რომანოვების სტუმრობაა აღბეჭდილი, კერძოდ კი გადაღებულია მდინარე იორის ტერიტორია, სადაც იმპერატორი ტახზე ნადირობდა. ვარაუდობენ, რომ ეს კადრები იმპერატორის პირადმა ოპერატორმა დააფიქსირა, თუმცა უცნობია სტუდიის არქივში ფირის მოხვედრის ისტორია.

    არქივში რაჭა-ლეჩხუმში აკაკი წერეთლის მოგზაურობის კადრები ინახება, ისინი 1912 წლით თარიღდება და ვასილ ამაშუკელმა გადაიღო. ასევე დავით სარაჯიშვილის დაკრძალვის კადრებიცაა შემონახული, რომელშიც 40 წლის წინ ნიკო ფიროსმანის ვიზუალური გამოსახულება აღმოაჩინეს.

    პროექტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ დააფინანსა, თუმცა აღწერის დასრულების შემდეგ ფირების ელექტრონულ მატარებლებზე გადატანა უნდა მოხდეს, რადგან რამდენიმე წლის შემდეგ იგი შესაძლოა, სრულად განადგურდეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter