სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.09.2017

     (რეზონანსი) უკრაინული ოპოზიციური პარტიის „ბატკივშინას" ლიდერის იულია ტიმოშენკოს განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებას მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის ჩამორთმევა უნდა, რათა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად საზღვრის გადაკვეთის გამო პასუხისგებაში მისცენ.

    „ჩემთვის ცნობილია, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან სხდომა გამართა, რათა გაანადგუროს ჩვენი გუნდი და პირადად მე. პრეზიდენტმა მოითხოვა პარლამენტში წარდგენა, ჩემთვის დეპუტატის ხელშეუხლებლობის მოხსნის შესახებ, დაუყოვნებლივ შეიტანონ. მან ასევე ჩემი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა იმის გამო მოითხოვა, რომ მე თითქოსდა უკრაინის საზღვარი არაკანონიერად გადავკვეთე. შესაბამისად, მას არ უნდა საპრეზიდენტო არჩევნებზე დამიშვას", - განაცხადა ტიმოშენკომ ტელეარხ „NewsOne" - სთვის მიცემულ ინტერვიუში.

    მან ასევე აღნიშნა, რომ მზად არის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე განცხადება დაწეროს.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter