სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.09.2017

     (რეზონანსი) ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს დამატებით დაახლოებით 20 მლნ აშშ დოლარით დაეხმარება.

    არსებულ საგრანტო შეთანხმებებში შესული შესაბამისი ცვლილებები განიხილეს დღეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა დუგლას ბოლმა შეხვედრაზე, რომელიც ფინანსთა სამინისტროში გაიმართა.

    შეხვედრაზე ქუმსიშვილმა აშშ-ს მთავრობასა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ის დახმარება, რომელიც საქართველომ 1992 წლიდან უშუალოდ USAID-ის გავლით მიიღო, 1,5 მლრდ აშშ დოლარზე მეტია, ხოლო აშშ-დან - 4 მლრდ აშშ დოლარზე მეტი.

    განახლებული შეთანხმებები საქართველოსთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს მოიცავს, როგორიცაა „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა", „დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა" და მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოება".

    შეთანხმებების ფარგლებში აქტივობებია დაგეგმილი, რომლებიც მიმართული იქნება ბიზნეს სტანდარტების საყოველთაო დანერგვისა და სხვადასხვა სექტორში კონკურენტუნარიანობის გაზრდისათვის, საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტურად მართვისა და ბაზარზე ორიენტირებული სამუშაო ადგილების შექმნისათვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციისა და ჩართულობის და ადამიანის უფლებათა დაცვისათვის.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter