სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.09.2017

     (რეზონანსი) უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ ვიდეოფირი, რომელზეც ჩანს, თუ როგორ მოჰყავს მოქმედებაში უცნობ ადამიანს დეტონატორი საქართველოს მოქალაქის თემურ მახაურის, იგივე რუსლან პაპასკირის ავტომობილის ასაფეთქებლად, - ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკიე ნოვოსტი" ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

    ამჟამად უკრაინელი სამართალდამცველები ვიდეოჩანაწერს სწავლობენ. გამოცემის ინფორმაციით, კადრებში ჩანს, დაუდგენელმა პირმა ასაფეთქებელი მოწყობილობა როგორ აამოქმედა შემდეგ კი მიწისქვეშა გადასასვლელში მიიმალა.

    სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი ავტომობილის სალონში იყო მოთავსებული.

    ამას გარდა, „უკრაინსკაია პრავდას" ცნობით, აფეთქების ადგილას პოლიციამ დეტონატორის და მექანიზმის ნაწილები აღმოაჩინა, საიდანაც დადგინდა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა რადიოსიგნალით აამოქმედეს.

    შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს კიევის ცენტრში ქართული სანომრე ნიშნების მქონე ავტომანქანა აფეთქდა. ავტომობილში სამი ადამიანი იმყოფებოდა. მამაკაცი თემურ მახაური იგივე რუსლან პაპასკირი ადგილზევე გარდაიცვალა, ქალი კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება, ბავშვის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter