სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.09.2017

     (რეზონანსი) მოსკოვში, ანონიმური ზარების და აფეთქების საშიშროების გამო 16 სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ რუსული მედია სამართალდამცველებზე დაყრდნობით წერს.

    ადგილობრივი დროით, ანონიმური ზარები პოლიციაში დილის 11 საათზე შევიდა. მოსკოვის ქუჩებში 7500 ათასი მოსწავლე და 500-ზე მეტი პედაგოგი გამოიყვანეს.

    არსებული ინფორმაციით, ანონიმური ზარების დროს, რომელიც ბომბის არსებობის შესახებ იუწყებოდა, ბავშვების ხმები ისმოდა.

    ბოლო სამი დღის განმავლობაში რუსეთის 25-ზე მეტ ქალაქში საფრთხის თაობაზე ანონიმური შეტყობინებების შესვლის გამო, სავაჭრო ცენტრებიდან, კინოთეატრებიდან და ადმინისტრაციული შენობებიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

    გუშინ მოსკოვის სხვადასხვა ადგილებიდან აფეთქებების საფრთხის შესახებ მიღებული შეტყობინებების გამო 20 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

    რუსული მედიის ცნობითვე, რამდენიმე დღის წინ საფრთხის შესახებ ანონიმური ზარების გამო ქვეყნის 22 ქალაქში 45 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter