სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.09.2017

     (რეზონანსი) დავით ოქიტაშვილი გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. კანდიდატურის მოხსნის შესახებ მან განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

    „ამ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებ, რადგან იმ არჩევნებით, რაც დღეს გაიმართება, პეტრიაშვილი გაიმარჯვებს. ჩემი გადაწყვეტილებით მტკიცდება, რომ მთავრობის კანდიდატი არ ვარ და ასევე ჩანს, რომ მთავრობა პროფკავშირების საქმიანობაში არ ერევა ", - განაცხადა ოქიტაშვილმა.

    მანამდე ოქიტაშვილმა სასტუმრო „ჰუალინგში" პროფკავშირების ყრილობის დელეგატებს სიტყვით მიმართა.

    "ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია დასასრულს მიუახლოვდა. მე და ჩემმა მეგობრებმა რთული და ემოციურად დაძაბული სამკვირიანი ბრძოლა დავასრულეთ. ჩემი მცდელობა, შევხვედროდი ჩემ კოლეგა დელეგატებს, გავსაუბრებოდი მათ და ჩემი გეგმები გამეცნო, უშედეგოდ დამთავრდა. გარდა იმისა, რომ დროულად ყრილობის შესაბამისი დოკუმენტაცია არ მოგვცეს, მშვიდ ვითარებაში წესდებაზე მუშაობის საშუალება არ მოგვცეს, დელეგატთა სიები გადაგვიმალეს, დიახ, თქვენი სახელები და გვარები. უფრო მეტიც, საფუძვლად ამ უკანონობას თქვენი, დელეგატთა დაცვა, ჩემგან თქვენი სიცოცხლის დაცვა დაუდეს. ეს არ არის მარტო შეურაცხმყოფელი, ეს სერიოზული ბრალდება და დანაშაულია", - განაცხადა ოქიტაშვილმა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter