სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.09.2017

     (რეზონანსი) საქართველოში დაგეგმილი კონცერტების გადადების შესახებ ბრიტანელი მომღერალი ელტონ ჯონი "ფეისბუქის" გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

    „ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოში დაგეგმილი კონცერტები გადაიდო. დეივის დაკვრა არ შეუძლია, მაგრამ ის მალე დაბრუნდება. ჩვენ კონცერტებს მომავალ წელს გავმართავთ და საქართველოში ჩამოსვლას მოუთმენლად ველოდებით. ძალიან მალე შევხვდებით ", - წერს ელტონ ჯონი.

    მომღერალმა „Black Sea Arena"-ზე 2017 წლის 16-17 სექტემბერს დაგეგმილი კონცერტები გიტარისტისა და ტურის მუსიკალური დირექტორის, დეივი ჯონსთოუნის ავადმყოფობის გამო გადადო.

    ელტონ ჯონის საქართველოს 2018 წელს ესტუმრება და „Black Sea Arena"-ზე კონცერტებს 30 ივნისსა და პირველ ივლისს გამართავს.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter