სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.10.2017

     (რეზონანსი) ადვოკატების დაკითხვაზე დაბარებას თუ გაბედავენ, დავწვები ევროსაბჭოს მისაღებში და მთელ მსოფლიო პრესას ავალაპარაკებ, - ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების შესაძლო მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

    ხატიაშვილმა დეკანოზის ადვოკატებთან ერთად დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც დახურული სასამართლო პროცესის ამსახველი მასალების მედიაში გავრცელების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე ადვოკატების დაბარების გამო პროკურატურა გააკრიტიკა.

    "პროკურატურა სამართლებრივი შეგნებიდან გამოვიდა. ეს არის პირდაპირი დარტყმა ადვოკატის ფუძემდებლურ პრინციპზე და ცდილობენ აიძულონ ადვოკატები გათქვან ინფორმაცია, რაც მათ დაცვის განხორციელებისას მიიღეს. მინდა, გავაფრთხილო პროკურატურა, ამას ძალიან მწვავე რეაქცია მოჰყვება. ეს იგივეა, რომ მღვდელი დაიბარო და აიძულო აღსარების საიდუმლოს გათქმა. ეს მთელ ადვოკატთა კორპუსს დაანგრევს", - განაცხადა ხატიაშვილმა.

    მისივე თქმით, ადვოკატისა და კლიენტის საიდუმლოება როგორც ეროვნული კანონმდებლობებით, ასევე საერთაშორისო კონვენციებითაა დაცული.

    შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის მოწმეების ჩვენებების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება 3 ოქტომბერს დაიწყო.

    პროკურატურაში გამოკითხვაზე დეკანოზის ხუთი ადვოკატი - მიხეილ რამიშვილი, გიორგი ფანცულაია, მია ზოიძე, პაატა მეხრიშვილი და სულხან კომახიძე იმყოფებოდნენ, თუმცა მათ ჩვენება არ მიუციათ.

    პროკურატურამ დეკანოზიც მეექვსე ადვოკატი ეკა ლომიძეც დაიბარა, რომელიც გამოკითხვაზე ხვალ მივა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter