სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.10.2017

     (რეზონანსი) „ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი პარლამენტის ვიცე-სპიკერს, გია ვოლსკის გენდერული თანასწორობის საბჭოში უჩივის. სამადაშვილმა შესაბამისი მიმართვა დღეს საკანონმდებლო ორგანოს კანცელარიაში ჩააბარა.

    მიზეზი ვოლსკის ის ტერმინი გახდა, რომწლიც მან სამადაშვილის მიმართ გამოიყენა. უმრავლესობის დეპუტატმა სამადაშვილს 9 ოქტომბერს სიტყვა "გოგოთი" მიმართა.

    „დღეს გენდერული თანასწორობის საბჭოს მივმართე, რომელიც პარლამენტში მუშაობს და მისი თავმჯდომარე ქალბატონი თამარ ჩუგოშვილია. ამ საბჭომ უნდა განიხილოს ის ინციდენტი, რაც 9 ოქტომბერს თავდაცვისა და უშოშროების კომიტეტის სხდომაზე მოხდა და ამაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.

    „ეს ძაიან მნიშვნელოვანი საკითხია არამხოლოდ იმ ქალებისთვის, ვისაც პოლიტიკაში თანამონაწილეობა სურს, არამედ ყველა ქალისთვის, ვინც პროფესიულ გარემოში თავი დაცულად და უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს და იცოდეს, რომ მის მიმართ გენდერული ნიშნით, კნინებითი და დისკრიმინაციული ფორმის მიმართვებს არასოდეს არავინ გამოიყენებს"- განაცხადა სამადაშვილმა.

    „პარალელურ რეჟიმში რა გაყვირებს, გოგო", - ასე მიმართა ვოლსკიმ სამადაშვილს 9 ოქტომბერს პარლამენტს თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter