სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.10.2017

     (რეზონანსი) პირი, რომლის გატაცებასაც შსს-ს მიერ გუშინ დაკავებული ოთხი ადამიანი გეგმავდა, ჰიპერმარკეტ „გორგიას" დირექტორი გია გორგოშაძეა.

    დაკავებულები გორგოშაძეს სახლთან უნდა დახვედროდნენ და ავტომანქანით ერთ-ერთ ბინაში უნდა წაეყვანათ, რომელიც გორგოშაძის სახლთან ახლოს ჰქონდათ ნაქირავები.

    სამართალდამცველებმა ბრალდებულები დანაშაულის მომზადების პროცესში დააკავეს.

    შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი: 1962 წელს დაბადებული დ. ფ., 1980 წელს დაბადებული ვ. ვ., 1987 წელს დაბადებული გ. დ. და 1959 წელს დაბადებული რ. მ., თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და გამოძალვის მომზადების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

    პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა, ნიღბები, მობილური ტელეფონები, წებოვანი ლენტები, ხელბორკილები, ელექტროშოკი და ე.წ. პარიკი ამოიღო.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter