სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.10.2017

     (რეზონანსი) ოფიციალური მოსკოვი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველო-ნატოს შორის ურთიერთობების გააქტიურების გამო. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია.

    „რუსეთი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მიიჩნევენ, რომ საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის გაღრმავება რეგიონული უსაფრთხოებისადმი საშიშროების შემცველია" , - წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

    „ნატოს წვრთნაში, რომელიც საქართველოში ზაფხულსა და შემოდგომაზე ჩატარდა, რეკორდული რაოდენობით სამხედრო მოსამსახურე და სამხედრო ტექნიკა იყო ჩართული. საქართველოსა და ალიანსის ეს ქმედებები ჟენევის დისკუსიის ფორმატს ეწინააღმდეგება და რეგიონში ვითარების დაძაბვას უწყობს ხელს", - ნათქვამია სერგეი ლავროვის უწყების განცხადებაში.

    ბათუმში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი დაიწო, რომელსაც საქართველო პირველად მასპინძლობს. მინისტერიალში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი მონაწილეობს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter