სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.10.2017

     (რეზონანსი) „მე პირადად, ვერ ვხედავ ვერც შევჩენკოს განცხადებაში და ვერც მალდინის მიერ კონკრეტული აზრის გამოხატვაში საარჩევნო კამპანიის წესების დარღვევას. ამ კონკრეტულ შემთხვევებში არანაირად არ შემდგარა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი" , - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განაცხადა.

    ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, 29 სექტემბრის საფეხბურთო მატჩი წინასაარჩევნო მიზნებისთვის ორგანიზებული არ ყოფილა. საკითხის გამოძიებისთვის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართეს. შევჩენკოს მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობაში აგიტაციის წესის შესაძლო დარღვევის შესახებ, ცესკოს საიამ მიმართა.

    თამარ ჟვანიას წერილის მიხედვით, რომელიც მან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპასუხოდ გამოაქვეყნა, შევჩენკომ, რომელიც უკრიანის მოქალაქეა, სადავო განცხადება საქველმოქმედო მატჩის შემდეგ გააკეთა და არა წინასაარჩევნო კამპანიის შემადგენელ ღონისძიებაზე. შესაბამისად, ეს ამ კონკრეტული პირის მიერ გამოთქმული პირადი მოსაზრებებია და არა საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერ წინასაარჩევნო აგიტაცია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter