სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.10.2017

     (რეზონანსი) პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ. მმართველ გუნდს პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად მინიმუმ 113 ხმის მობილიზება სჭირდება. ცნობილია,რომ „ქართული ოცნება" გიორგი მარგველაშვილის წინადადებების გაზიარებას არ აპირებს.

    საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, „როგორი კონსტიტუციაც არ უნდა მოირგოს მმართველმა გუნდმა, ისინი ამით ხელისუფლებას ვერ გაიხანგრძლივებენ". როგორც ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობის გადაწყვეტილება ცნობილია, ოპოზიციამ ყოველ ჯერზე უნდა დააფიქსიროს მკაფიო პროტესტი.

    „არანაირი ილუზია არ გვაქვს, რომ უმრავლესობა პოზიციას შეიცვლის ან რამეს გააკეთებს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ყოველ ჯერზე ოპოზიციამ დააფიქსიროს მკაფიო პროტესტი. ასეთი დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ არის უმოკლესი გზა ხელისუფლების დაკარგვის" , - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე კი აღნიშნავს,რომ დღეს კონსტიტუცია ხალხს დაუბრუნდება. მისი შეფასებით, საქართველოს ექნება ისეთი კონსტიტუცია, რომელიც არ არის მორგებული რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესებზე.

    „კონსტიტუცია დღეს დაუბრუნდება ხალხს და ეს იქნება კონსტიტუცია, რომელიც თითოეულ ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგება" , - - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter