სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.10.2017

     (რეზონანსი)„მე კოალიციაში ყოფნის სურვილი არ მქონდა. ჩვენ მზად ვიყავით ბრძოლა გაგვეგრძელებინა, ივანიშვილს ჰქონდა რესურსი მოეშორებინა სააკაშვილი უსისხლოდ, მაგრამ ვერ მოიშორა" , - ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ „ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

    „სააკაშვილი არის კრებითი ფიგურა. მნიშვნელოვანი იყო,რომ სისტემა,რომელიც სააკაშვილმა შექმნა მოშორებულიყო. „ნაციონალური მოძრაობა", როგორც ერის დამანგრეველი სისტემა, გამქრალიყო. თუმცა, პარლამენტში დღეს ტონს აძლევს „ნაციონალური მოძრაობა" და ის მთავარი ოპოზიციური ძალაა" , - განაცხადა ბურჯანაძემ.

    „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა თვითმმართველობის არჩევნებზე და ვერშემდგარი ოპოზიციური კოალიციის შესახებ ისაუბრა.

    „შედგა ოპოზიციური მოლაპარაკებები,რომ ყველანი ვთანხმდებოდით საერთო ოპოზიციურ კანდიდატზე და ის აუცილებლად შექმნიდა იმ პირობებს,რომ მეორე ტურში გავიდოდა, ხელისუფლებას კი გაუჭირდებოდა მოგება. ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით, უცებ „პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს,რომ ირმა ინაშვილი იქნება მათი კანდიდატი" , - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter