სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.10.2017

     (რეზონანსი) იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გუშინ განაცხადა: „არამც და არამც არ უნდა მოხდეს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია,ვარ მომხრე ლიბერალიზაციის, რომ ერთი მხრივ, სახელმწიფოს ჰქონდეს ბერკეტი ებრძოლოს, მათ შორის სისხლის სამართლის წესით ნარკოტიკის არა მხოლოდ გადამყიდველს, ასევე შემომტანს. ამასთან, ადამიანის უფლებები უნდა იყოს უფრო მაღალი ხარისხით დაცული".

    მინისტრის განცხადებას „თეთრი ხმაურის" მოძრაობამ უპასუხა. ორგანიზაცია მიიჩნევს,რომ გაუგებარია, რამ განაპირობა მინისტრის პოზიციის ასეთი ცვლილება როდესაც სწორედ ის იყო 2013 წელს ნარკოპოლიტიკის ცვლილების ერთ-ერთი პირველი ინიციატორი და მოხმარებისა და მცირე ოდენობით ფლობის დეკრიმინალიზაციის მომხრე.

    როგორც „თეთრი ხმაურის" მოძრაობა აცხადებს, დღეს ინიცირებული კანონპროექტიც სწორედ მინისტრის მიერ წინა წლებში შემუშავებული კანონპროექტის პრინციპებზეა დაფუძნებული.ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მინისტრის ასეთი განცხადება არის დამაზიანებელი და უპასუხისმგებლო ნაბიჯი.

    ორგანიზაციის წევრები ფიქრობენ, რომ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ ეს ყველაფერი ხდება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრამდე 4 დღით ადრე. ნარკოტიკის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე უწყებათაშორისი კომოსიის სხდომა 16 ოქტომბერს გაიმართება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter