სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.10.2017

     (რეზონანსი) საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის კონკურსი კომპანია „თბილქალაქპროექტმა" მოიგო. ტენდერში მონაწილე კომპანიებს შორის კომისიამ ხარისხის ყველაზე მაღალი ქულა ამ კომპანიას მიანიჭა.

    საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის შერჩევა ხმის მიცემითაც იყო შესაძლებელი, რომლის მიხედვითაც, მონაწილეთა შორის ყველაზე მეტი,14227 ხმა „თბილქალაქპროექტმა" მიიღო.

    კონკურსის პირობების თანახმად, შენობის დიზაინის გამარჯვებას ორი მაჩვენებელი განაპირობებს: ხარისხი და ფასი. ხარისხი, თავის მხრივ, ხუთი კრიტერიუმით ფასდება, ესენია ფუნქციონალური მხარე, პრეტენდენტის გამოცდილება, პერსონალის გამოცდილება, მიწოდების ვადა და დიზაინი.

    როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე წერია, სამშენებლო ტენდერი 6-7 თვეში გამოცხადდება, ხოლო მშენებლობა 2020 წლისთვის დასრულდება.

    „თბილქალაქპროექტის" დიზაინის მიხედვით, შენობა 7 სართულს მოიცავს, აქედან 3 სართული პარკინგისთვის, ხოლო 4 სამუშაო სივრცისთვის იქნება. დოკუმენტაციის მიხედვით, შენობა შშმ პირებზე იქნება მორგებული.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter