სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.10.2017

     (რეზონანსი) პეკინის ქუჩის ველობილიკი შესაძლოა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს დაუკავშირდეს. ტრანსპორტის სამსახურმა არასამთავრობო სექტორთან ერთად ახალი ველობილიკის მარშრუტის შესასწავლად ველომსვლელობა მოაწყო.

    პროექტის თანახმად, ველობილიკი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან მეტროსადგურ „უნივერსიტეტის", ვაჟა-ფშაველას გამზირის, ქავთარაძის ქუჩისა და ყაზბეგის გამზირების გავლით პეკინის ქუჩას უნდა შეუერთდეს. შემდეგ ველობილიკი შესაძლოა მტკვრის სანაპიროზე არსებული ველომარშრუტის მეშვეობით დედა ენის ბაღსაც დაუკავშირდეს.

    პროექტის შესწავლაში ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან ერთად მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციები: „თბილისის ველომოყვარულთა კლუბი", „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის", „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" და „საქართველოს მწვანე ავტოკლუბი".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter