სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.10.2017

     (რეზონანსი) 117 მომხრე, 7 წინააღმდეგი - საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია. საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია მიღებულია. გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნები საკანონმდებლო ორგანოში განიხილეს. მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის პოზიცია არ გაიზიარა.

    კონსტიტუციის რედაქციის შენიშვნების განხილვა საკანონმდებლო ორგანოში მწვავე კამათისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე საზოგადოების მოტყუებაში დაადანაშაულა.

    ოპოზიციის აზრით, კონსტიტუციის არსებული რედაქციით მიღების შემთხვევაში ქვეყანას ერთპარტიული მთავარი კანონი ექნება.

    პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების კანონპროექტს ვეტო 9 ოქტომბერს დაადო და მოტივირებული შენიშვნებით საკანონმდებლო ორგანოს დაუბრუნა. ოპოზიციამ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში მონაწილეობა არ მიიღო.

    ვენეციის კომისიამ პლენარულ სხდომაზე საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნა 6 ოქტომბერს დაამტკიცა. 26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო.

     

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter