სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.10.2017

     (რეზონანსი) პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი პარლამენტის მხრიდან ვეტოს დაძლევის ფაქტზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანომ ერთპარტიული კონსტიტუცია მიიღო.გიორგი აბაშიშვილი მიიჩნევს,რომ ხელისუფლებამ პოლიტიკური სპექტრი ჩვენიანებად და სხვისიანებად დაყო.

    „მცდელობა, კონსტიტუცია მიღებულიყო კონსესუსით, ჩავარდა. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთხელ ერთპარტიული კონსტიტუცია. მან კიდევ ერთხელ მოახდინა, მათი აზრით „კარგი საქმე", საკონსტიტუციო ძალის დემონსტრირება დემოკრატიის საპირისპიროდ" , - აცხადებს აბაშიშვილი.

    საქართველოს პარლამენტმა 117 ხმით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა და ვეტო დაძლია. საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია მიღებულია.

    პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებს ვეტო 9 ოქტომბერს დაადო და მოტივირებული შენიშვნებით საკანონმდებლო ორგანოს დაუბრუნა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter