სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.11.2017

     (რეზონანსი) ესპანეთში საქართველოს მოქალაქე, 46 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც მადრიდში და ვალენსიაში 33 საცხოვრებელი სახლის გაქურდვა ედება ბრალად.

    არსებული ინფორმაციით, აღნიშნული დანაშაული დაკავებულმა ერთი წლის განმავლობაში ჩაიდინა.

    მამაკაცი საცხოვრებელი სახლების კარებს სპეციალური მოწყობილობების საშუალებით აღებდა.

    გამოძიების ცნობით, დაკავებულს ბინებიდან ფული და ძვირფასეულობა გაჰქონდა, ნივთების საერთო ღირებულება ასობით ათას ევროს შეადგენს.

    ამ დროისთვის ეჭვმიტანილის შესაძლო თანამზრახველების გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter