სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    06.12.2017

     (რეზონანსი) გუშინ შეგვეძლო მეტად ეფექტიანები ვყოფილიყავით, სამართალდამცველებს უფლება ჰქონდათ სააკაშვილისთვის ცეცხლი გაეხსნათ, თუმცა მათ ეს არ გააკეთეს, - ეს განცხადება უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ რადაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

    „უკრაინის უშიშროების საბჭომ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის უნდა დააკავონ. ეს არის კანონიერი და აუცილებელი ქმედება ნებისმიერი სახელწმიფოში. გუშინ შეგვეძლო მეტად ეფექტიანები ვყოფილიყავით, სამართალდამცველებს უფლება ჰქონდათ სააკაშვილისთვის ცეცხლი გაეხსნათ, თუმცა მათ ეს არ გააკეთეს. ჩვენ სახელმწიფოზე ვზრუნავთ, მოტყუებული და კურჩენკოს ფულით ნაყიდი უკრაინელების ზურგს ამოფარებული სააკაშვილი კი მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს განადგურებასა და პირად კომფორტზე ზრუნავს,"- განაცხადა ლუცენკომ.

    უკრაინის გენერალურმა პროკურორის თქმით, სააკაშვილის დაკავება მოხდება.

    „ჩვენ მომავალშიც ვიფიქრებთ სახელმწიფოზე, ზოგჯერ ჩვენ ხელთ არსებული უფლებების გამოუყენებლობით, თუმცა სააკაშვილის მაინც დავაკავებთ", - დასძინა მან.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter