სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    06.12.2017

     (რეზონანსი) უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს „დიდი შვიდეულის" ქვეყნების ელჩები ეხმაურებიან და იმედს გამოთქვამენ, რომ გამოძიება, იურიდიული ნორმების შესაბამისად, ოპერატიულად ჩატარდება.

    დიპლომატები მხარეებს მოუწოდებენ, პატივი სცენ და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო წესრიგს, დაიცვან მშვიდობიანი პროტესტის უფლებები და თავი შეიკავონ სიტუაციის დესტაბილიზაციისგან.

    „ვიცით, რომ ბატონი სააკაშვილი დააკავეს და მიმდინარეობს საპროტესტო აქციები. მოვლენებს თვალს ყურადღებით ვადევნებთ. მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცენ და მხარი დაუჭირონ უკრაინის კონსტიტუციურ და სამართლებრივ წესრიგს, დაიცვან მშვიდობიანი პროტესტის უფლება, თავი შეიკავონ დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობისგან. ასევე ველით, რომ ნებისმიერი გამოძიება ჩატარდება დაჩქარებულად და უკრაინის სამართლებრივი ვალდებულებების გათვალისწინებით", - ნათქვამია უკრაინაში „დიდი შვიდეულის" ქვეყნების ელჩების განცხადებაში.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter