სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    07.12.2017

     (რეზონანსი) მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით, 86-ხმით დაამტკიცა.

    99 - კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, რამდენიმე სამინისტროს შერწყმა-გაერთიანება ხდება.

    რაც შეეხება ცვლილებებს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის კომპონენტი უერთდება, ხოლო სპორტის ნაწილი კულტურის სამინისტროს ფარგლებში გადადის.

    გარემოს დაცვის სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროს უერთდება. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში ენერგეტიკის სამინისტრო ერთიანდება. ასევე ეკონომიკის სამინისტროში შედის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების კომპონენტი.

    საკანონმდებლო ცვლილებებით, ასევე გაუქმდა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო. პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში კი, სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იქმნება.

    გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მთავრობის ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აღარ იარსებებს.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter