სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.01.2018

     (რეზონანსი) საქართველოდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლისთვის პროკურორმა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა.

    ჟურნალისტის სასამართლო პროცესი ამ წუთებში აზერბაიჯანში, ბელაქანის რაიონულ სასამართლოში, მიმდინარეობს.

    სასამართლო პროცესი მედიისთვის დახურულია. დაცვის მხარემ ჟურნალისტების არ შეშვების საკითხი გააპროტესტა, თუმცა სასამართომ სხდომა მაინც დახურულად გამოაცხადა.

    სასამართლომ შესაძლოა, განაჩენი დღეს გამოიტანოს.

    მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება.

    აზერბაიჯანის პროკურატურამ მას ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა.

    აზერბაიჯანელი ჟურნალისტი კი წაყენებულ ბრალდებებს არ აღიარებს.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter