სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.01.2018

     (რეზონანსი) ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტში საშიში აქცენტები აღმოვაჩინეთ, იმასთან დაკავშირებით, რომ ნარკორიალიზატორებზე ძალიან უმნიშვნელო ადმინისტრაციული სასჯელია გათვალისწინებული, - ამის შესახებ კიკეთის ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

    მისი თქმით, ნარკოდანაშაულის ლიბერალიზაციის შესახებ, ალბათ, ახალი კანონპროექტი უნდა დაიწეროს და სულ სხვა აქცენტები უნდა იყოს დაცული.

    "ჩვენ ეს კანონპროექტი ძალიან დაწვრილებით განვიხილეთ და საშიში აქცენტები აღმოვაჩინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ნარკოგამსაღებლებზე ძალიან უმნიშვნელო ადმინისტრაციული ჯარიმები არის განსაზღვრული. არ არის საუბარი სარეაბილიტაციო სახლებზე, საზოგადოებრივი აზრის შექმნაზე, ცნობიერების ამაღლებაზე ახალგაზრდებში, საუბარი მხოლოდ სასჯელის შემსუბუქებაზეა. ზოგადად, მისი უწმინდესობა და საპატრიარქო არიან იმ პოზიციაზე, რომ ციხეში ადამიანი მხოლოდ ძალიან რადიკალურ შემთხვევაში უნდა იყოს, ჩვენ ვწუხვართ ყველა იმ ადამიანის გამო ვინც სასჯელს იხდის, თუმცა მიგვაჩნია, რომ თუ ადამიანს გავათავისუფლებთ ციხიდან და ის მოხვდება ნარკოტიკების ტყვეობაში, ეს დიდი ვერაფერი შეღავათია", - განაცხადა დეკანოზმა.

    დეკანოზი მიიჩნევს, რომ საჭიროა ამ ადამიანების დახმარება, აქცენტის გაკეთება სარეაბილიტაციო და პრევენციული კუთხით.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved