სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.01.2018

     (რეზონანსი) პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე მსჯელობა ყველასთან, მათ შორის საპატრიარქოსთან ერთად უნდა გაგრძელდეს.

    მისი თქმით, განხილვაში მონაწილეთა სუბიექტთა წრე უნდა გაფართოვდეს.

    „ჩვენ ვმუშაობთ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, შესაბამისი კანონპროექტიც არის ინიცირებული პარლამენტში. უნდა გაფართოვდეს იმ სუბიექტთა წრე, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ განხილვებში და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესებში საპატრიარქოს მონაწილეობა. მოვუსმენთ ყველა მხარეს, მოვუსმენთ საპატრიარქოს და სწორედ ასეთი ფართო ჩართულობით იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. საუბარია იმაზე, რომ მსჯელობა უნდა გაგრძელდეს. საპატრიარქოსთან ერთად დავსხდებით და ვიმსჯელებთ. კანონპროექტის განხილვა და მიღება შეიძლება არ მოხდეს უახლოეს დღეებში, მთავარია, რომ ვიმსჯელებთ ყველასთან ერთად. ჩვენ, ყველას ერთი მიზანი გვაქვს-მოხმარების შემცირება", - განაცხადა კობახიძემ.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved