სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.01.2018

     (რეზონანსი) ოზურგეთში სომხეთის მოქალაქე დააყაჩაღეს.

    ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები 31 წლის არტურ სუკასიანი დღეს დილით, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან გამოსვლისას დააყაჩაღეს.

    ახლობლების განცხადებით, ბიზნესმენს დილით თავს ორი ნიღბიანი ბოროტმოქმედი დაესხა, დაზარალებულმა მათ წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც სუკიასიანს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და შემდეგ, გონებადაკარგულს არსებული თანხა წაართვეს.

    როგორც "ნიუპოსტთან" დაზარალებულის ახლობლებმა განაცხადეს, დაშავებული ლილოს ბაზრობაზე საქონლის ჩამოსატანად მიდიოდა და 30 ათასი ლარი ჰქონდა.

    სუკიასიანს ოზურგეთში რამდენიმე მაღაზია და საკუთარი ბიზნესი აქვს.

    დაზარალებული ოზურგეთის "მედალფას" კლინიკაშია მოთავსებული.

    ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და დღის ბოლომდე სახლში გაწერენ.

    შს სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved