სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.01.2018

     (რეზონანსი) თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, როცა საქმე ეხებოდა „ისლამურ სახელმწიფოს", საქართველომ სხვა სახელმწიფოებთან შედარებით ყველაზე ეფექტურად იმოქმედა.

    მისი თქმით, გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება მოახერხა.

    "ჩვენ ვიყავით და ვართ ძალიან ახლოს სირიასთან, გარშემო უამრავი პრობლემაა და ამ ვითარებაში საქართველომ არამარტო შეინარჩუნა მშვიდი გარემო, არამედ მაქსიმალურად მოვჭერით გზები ტერორისტებისთვის, როგორც ტრანზიტული თვალსაზრისით, ისე გადინების კუთხით.

    არ დაგავიწყდეთ, რომ დავიჭირეთ ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც ხელს უწყობდა ახალგაზრებს გადასვლაში და მაქსიმალურად ჩავჭერით ასეთი გზები", - განაცხადა სესიაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved