სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.01.2018

     (რეზონანსი) ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრმა ეიმუტის მისიუნასმა რუსეთის მოქალაქეები ე.წ შავი სიაში შეიყვანა. მათ ე.წ "მაგნიტსკის კანონის" ფარგლებში ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ.

    "მინისტრმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ლიტვაში 49 პირს შესვლა ეკრძალება," - განაცხადა სამინისტროს პრესსპიკერმა, კაროლინ ვაიტკიავიჩუსმა.

    გარდაცვლილი რუსი იურისტის, სერგეი მაგნიტსკის სახელობის კანონი, 2012 წელს აშშ-ში მიიღეს. ის პერსონალურ სანქციებს არეგულრებს იმ პირთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დარღვევაზე.

    ლიტვაში, "მაგნიტსკის კანონის" ანალოგი 2017 წლის ნოემბერში მიიღეს.

    ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ე.წ შავ სიაში რუსეთის 49 მოქალაქე შევიდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved