სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.01.2018

     (რეზონანსი) ენგურის ხიდთან ოთხთვალა ურმების, მიკროავტობუსებისა და ტაქსის მძღოლები რამდენიმე დღეა გაიფიცნენ. როგორც ისინი აცხადებენ, მათ მუშაობის საშუალება არ ეძლევათ და მომხმარებლები არ ჰყავთ, რადგან ოკუპირებულ აფხაზეთში მხოლოდ სამი მიკროავტობუსის მძღოლი საჭირო კავშირებით ახერხებს შესვლას.

    აქციის მონაწილეები მოითხოვენ, დაინიშნოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც ზუგიდიდან ენგურის ხიდის მიმართულებით და პირიქით, იმოძრავებს.

    გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, თემურ ნადარაიას განცხადებით, ის, რაც ზუგდიდში ხდება, ქართული მხარის პრობლემაა, აფხაზეთის ტერიტორიაზე, კერძოდ გალის რაიონში მშვიდი ვითარებაა და არავინ არაფერს აპროტესტებს.

    მისივე თქმით, ის, რომ მძღოლები აღშფოთებულები არიან მიკროავტობუსის არსებობის გამო, რომელიც უფასოდ გადაადგილდება ხიდიდან საზღვრამდე, ეს საკითხი აფხაზურ მხარეს არ ეხება.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter