სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.01.2018

     (რეზონანსი) ადამიანი ბავშვობიდანვე უნდა ზრუნავდეს თავის სულიერ წინადაცვეთაზე, როგორც ცოდვების მოკვეთაზე, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

    „ძველ აღთქმაში ყველა დიდი მოვლენა იყო წინასახე ახალ აღთქმაში შემოდგომში მოსახდენი მოვლენებისა. წინადაცვეთაც იყო ნათლისღების წინასახე. ჩვენ ახლა ვემზადებით ნათლისღებისთვის. უფალმა იესო ქრისტემ ახალი აღთქმის ნათლისღებით გააუქმა წინადაცვეთის აუცილებლობა და დააარსა ახალი საიდუმლოება, რომლითაც ჩვენ შევდივართ ახალი აღთქმის ეკლესიაში, ვიბადებით ქრისტესგან. სწორედ ახალ სულიერ ნათლისღებას და დაბადებას პავლე მოციქული უწოდებს სულიერ წინადაცვეთას. ჩვენ ეს დღესასწაული გვაფიქირებს როგორც უფლის მიერ რვა დღის ასაკში აღსრულებულ დიდ საიდუმლოებაზე, ასევე გვახსენებს იმას, რომ ადამიანი სიყრმიდანვე უნდა ზრუნავდეს თავის სულიერ წინადაცვეთაზე, როგორც ცოდვების მოკვეთაზე, ცუდი აზრების, არაწმინდა გულისთქმების, ამაო სურვილებისა და მისწრაფებების მოკვეთაზე. ეს არის ქრისტიანული გზა, ამიტომ ვინათლებით და შევდივართ ახალი აღთქმის ეკლესიაში, რომ შევუერთდეთ უფალს და გადარჩეს ჩვენი სული",- განაცხადა მეუფემ.

    პატრიარქის მოსაყრდემ, საკვირაო ქადაგებისას მრევლს ახალი წელი მიულოცა.

    „დღეს არის ძველი სტილით ახალი წელი. ჩვენ ვულოცავთ ჩვენს მრევლს ახალ წელს როგორც ახალი სტილით, ასევე, ძველი სტილითაც, იმიტომ, რომ ჩვენს ხალხში განსაკუთრებული სიყვარულია ძველი სტილით ახალი წლისადმი. ჩვენს ხალხში შემორჩენილია მეხსიერება იმ პერიოდისა, როდესაც ახალი წელი აღინიშნებოდა შობის შემდეგ და ახალი წლის მთელი შინაარსი დატვირთული იყო საშობაო სიმბოლიკით, სიხარულით, მნიშვნელობით. ეს ახალ წელს სძენდა განსაკუთრებულ ელფერს და საზეიმო განწყობას, რაც ჩვენ გვახსოვს და ამიტომ ამ დღეს ყოველთვის აღვნიშნავთ და დღესაც გილოცავთ დიდი სიხარულით", - განაცხადა მეუფე შიომ.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved