სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.01.2018

     (რეზონანსი) ამერიკელი ექიმების ნაწილი აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფსიქიკური მდგომარეობის გამოკვლევას ითხოვს, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

    ექიმებმა თეთრი სახლის ექიმს, რონ ჯექსონს წერილით მიმართეს, სადაც ნათქვამია, რომ აუცილებელია რამდენიმე სტანდარტული ტესტის ჩატარება, რომლის მიზანიც პრეზიდენტის ფსიქიკური მდგომარეობის დადგენა იქნება. მათი თქმით, მსგავსი პროცედურის ჩატარება 66 წლის შემდეგ ყველა ადამიანისთვის აუცილებელია.

    ექიმებს ტრამპის გაუმართავი მეტყველება, სიტყვების გამეორების ჩვევა, მწირი ლექსიკა და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა აშფოთებთ.

    ექიმები ნევროლოგიური კვლევის საჭიროებაზე მიუთითებენ, რომელიც შესაძლო ჭკუასუსტობას და ტრამპის მიერ ინფორმაციის მიღების უნარს განსაზღვრავს.

    პრეზიდენტს გუშინ მერილენდის შტატის სამხედრო ჰოსპიტალში შემოწმება ჩაუტარდა. ტრამპის პირადი ექიმი ამბობს, რომ პრეზიდენტი სრულიად ჯანმრთელია.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ეკა   (15.01.2018)
    დავიჯერებდი ამ ყველაფერს რომ ფაქტიურად უთვალავი გიჟი და შეშლილი არ ჰყავდეთ სახლებში მოხუცები რომლებიც გარშემომყოფების სიცოცხლეს უქმნიან საფრთხეს,მანქანებს კი ატარებენ 80 წელს გადაცილებული გამოშტერებულები,რომელთა შემოწმება კაციშვილს არ მოსვლია თავში.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter