სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.01.2018

     (რეზონანსი) საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტში საზეიმო მიღება გაიმართა.

    ღონისძიებაზე გამოიფინა ყველა მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა, ასევე თვითმმართველი ქალაქების სიმბოლოები. ადგილზე ასევე წარმოდგენილი იყო მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმიდან და ბიბლიოთეკიდან მოპოვებული საზღვაო რუკები, რომლებზეც საქართველო ხუთჯვრიანი დროშითაა გამოსახული.

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა, დღევანდელი დღე მიულოცა და იმ მრავალწლიან ისტორიაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო დროშას აქვს.

    „ჩვენ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ საქართველოს დროშა ერთ-ერთი უძველესი დროშაა მსოფლიოში და წარმოადგენს არა ერთი სახელმწიფო წყობილების, ერთი ხელისუფლების ან ერთი პარტიის თუ პოლიტიკური ჯგუფის სიმბოლოს, არამედ გამოხატავს მთლიანად ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადობის ისტორიულ გზას და იმ ღირებულებებს, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ეფუძნებოდა ჩვენი საზოგადოება და რაც აერთიანებდა მას საერთო ევროპულ ოჯახთან. ამ დროშას იცნობდნენ და იცნობენ მსოფლიოში და ღირს პატივს მიაგებენ მას," - განაცხადა კობახიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter