სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.02.2018

     (რეზონანსი) ველოდით, რომ გიორგი მამალაძეს მკვლელობის მომზადების ნაწილში აუცილებლად დამნაშავედ სცნობდნენ, რადგან გონივრულ ეჭვს მიღმა, სტანდარტით არსებული მტკიცებულებები წარდგენილი გვქონდა, - ამის შესახებ ე.წ ციანიდის საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

    მისი თქმით, გაასაჩივრებს თუ არა ბრალდების მხარე გადაწყვეტილებას, მას შემდეგ გადაწყვეტენ, როდესაც სამოტივაციო ნაწილს გაეცნობიან.

    „ამ ერთი წლის განმავლობაში ორივე ინსტანციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გიორგი მამალაძემ განზრახ მკვლელობა ნამდვილად მოამზადა, ნამდვილად შეიძინა და ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას. გიორგი მამალაძემ შესანიშნავად იცის, რომ დამნაშავეა და ის განაჩენის გამოცხადებაზეც კი არ მოვიდა", - განაცხადა გუბელაძემ.

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დეკანოზი გიორგი მამალაძე შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ სცნო. ასევე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალში, რაც ცხრაწლიან პატიმრობას გულისხმობს.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter