სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.02.2018

     (რეზონანსი) თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარზე გავრცელებული ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება და თავშესაფარში ჭირის ეპიდემია არ არის. ამის შესახებ კალაძემ ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის დათვალიერების შემდეგ განაცხდა.

    კალაძის თქმით, ამ მიმართულებით რეორგანიზაცია იგეგმება და შესაძლოა, მერიამ დამატებითი ხარჯებიც გაიღოს.

    „თქვენ იცით, ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აქ იყო გაუსაძლისი პირობები, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. გარკვეული ცვლილებებია დაგეგმილი. ვაპირებთ, რეფორმების განხორციელებას და როგორც უკვე გითხარით ჩემს წინა საარჩევნო დაპირებაში იყო და გარკვეული ცვლილებები იქნება ამ მიმართულებით თუ რაიმე პრობლემა არსებობს, იყოს მოგვარებული", - განაცხადა კალაძემ.

    თბილისის მუნიციპალური თავშესაფრიდან კალაძემ ლეკვი წაიყვანა, რომელიც მისივე თქმით, მერიაში დაიდებს ბინას.

    „გვყავს ახალი მეგობარი, რომელიც ჩვენთან მერიაში წამოვა და იქ იქნება. სახელი ჯერ არ ვიცით, შევურჩევთ,"- აღნიშნა კალაძემ.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved