სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.02.2018

     (რეზონანსი) დოდო გუგეშაშვილის მეგობრებს კონსილიუმი ჰქონდათ ექიმებთან, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ მისი შვილის გარდაცვალების შესახებ ხვალ შეატყობინებენ და რეანიმობილით, სამედიცინო პერსონალთან ერთად შვილის პანაშვიდზე მიიყვანენ. ამის შესახებ გუგეშაშვილის მეგობარმა ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა.

    როგორც შიხიაშვილი აცხადებს, გუგეშაშვილს რეანიმობილით ძმის სახლში, სადაც ნოდარ გუგეშაშვილია დასვენებული, ხვალ, დაახლოებით 15-დან 17:00 საათამდე გადაიყვანენ:

    „დღეს ვაპირებდით დოდოსთვის გვეთქვა საშინელი სინამდვილე, რაც ყველა შემთხვევაში სათქმელია. მაგრამ ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, გადავწყვიტეთ ხვალ ვუთხრათ. ბუნებრივია, ხვალ ის მოინდომებს საავადმყოფოდან გამოსვლას, რათა შვილის ცხედარი ნახოს", - განაცხადა შიხიაშვილმა და დასძინა, რომ გუგეშაშვილის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია.

    გარდა ამისა, მისივე თქმით, „რეანიმობილით დოდო გუგეშაშვილს თან გაყვება ექიმი და ექთანი"

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter