სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.02.2018

     (რეზონანსი) ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლოში 51-ე სკოლის დირექტორი და სასწავლო ნაწილი დაიკითხნენ. მათ ჩვენებები დახურულ სასამართლო სხდომაზე მისცეს.

    თუ რა ჩვენები მისცეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა დახურულ სხდომაზე, ბრალდებისა და დაცვის მხარეები არასრულწლოვნების ინტერესებიდან გამომდინარე, არ საუბრობენ.

    გარდა ამისა, სასამართლომ დასაშვებად ცნო დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულება, კერძოდ, ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

    პარალელურად, დაცვის მხარე სხვადსხვა სახის ექსპერტიზების დანიშვნასა და უცხოელი ექსპერტების ჩართვას გეგმავს. ამ პროცედურებით დაცვის მხარე იმის დადგენას აპირებს, თუ რა სახის დაზიანებები ქონდათ არასრულწლოვნებს და ასევე, რამდენი დანა იყო გამოყენებული შემთხვევის დროს.

    ექსპერტიზის ჩატარებას დაცვის მხარე მას შემდეგ გეგმავს, რაც ბრალდების ექსპერტიზის დასკვნა გახდება ცნობილი.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter