სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.02.2018

     (რეზონანსი)თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, აშშ-ს გადაწყვეტილება სირიაში ქურთული დაჯგუფებებისთვის მხარდაჭერის გაგრძელებაზე თურქეთის სამომავლო ნაბიჯებზე გავლენას მოახდენს.

    „ჩვენი მოკავშირის აშშ-ს გადაწყვეტილება, ფინანსური დახმარება გაუწიოს „სახალხო თავდაცვის ძალებს", რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს იმ გადაწყვეტილებებზე, რომელსაც ჩვენ მივიღებთ", - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა პარლამენტში მმართველი პარტიის წევრებთან შეხვედრისას.

    მისი თქმით, თურქეთი სირიის ქალაქ მანბიჯშიც აპირებს ოპერაციის გაგრძელებას.

    „ჩვენ თითოეულ ტერორისტს გავანადგურებთ. მაშინ გაიგებენ, რომ ტერორისტებთან ერთად დგომა არ ღირს. ცხადია, რომ ვინც ამბობს, რომ აგრესიულად გვიპასუხებს თუ დავარტყამთ, არ გამოუცდია ოსმალური ალიყური ", - განაცხადა ერდოღანმა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter