სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.02.2018

     (რეზონანსი) თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს, მამუკა კობახიძეს დაავალა, დაკავებული პოზიციებიდან ის პირები გაათავისუფლოს, რომლებიც მეტროსადგურ „ვარკეთილის" რეაბილიტაციის სატენდერო პროცედურებში ჩართულები იყვნენ.

    ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მეტროსადგურში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს გარკვეული ხარვეზები გამოიკვეთა.

    მისი თქმით, საპროექტო სამუშაოების მიღება-ჩაბარება ტექნიკური ექსპერტიზის გარეშე განხორციელდა მაშინ, როდესაც ტექნიკური ექსპერტიზა აუცილებელი იყო.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter