სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.02.2018

     (რეზონანსი) კიევში, ბორისპოლის აეროპორტში უკრაინელმა მესაზღვრეებმა ოდესის მერი, გენადი ტრუხანოვი დააკავეს.

    ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტრუხანოვი დღეს ვარშავიდან კიევში ჩაფრინდა.

    უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ტრუხანოვს გუშინ დაუსწრებლად აცნობა, რომ ის საქმის ეჭვმიტანილია.

    2016 წელს ოდესის მერიამ ყოფილი ქარხნის შენობა 185 მილიონ გრივნად შეიძინა, რომელიც 2016 წლის გაზაფხულზე ჯერ 3,8 მილიონ გრივნად, შემდგომ კი 11 მილიონად იყო გაყიდული.

    ანტიკორუფციულმა ბიურომ მოახერხა, რომ 185 მილიონი გრივნა ბანკში გაყინულიყო.

    მედია წერდა, რომ ამგვარ მაქინაციებთან კავშირი სწორედ გენადი ტრუხანოვს აქვს.

    2017 წელს ის მოწმის სახით დაიკითხა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter