სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.02.2018

     (რეზონანსი) ყოფილი პრემიერის, ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ ვანო მერაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა, რომელმაც დაარწმუნა, რომ ის საშუალებები იყო გამოყენებული, რაც ევროპაში აპრობირებულია.

    „ბუნებრივია, პრეზიდენტს ტელევიზიების სარედაქციო პოლიტიკის მიმართ ინტერესი ჰქონდა და ბუნებრივია, მას სურდა,რომ ტელეკომპანიებს მხოლოდ დადებითი ელაპარაკა მასზე.

    თავიდან ბადრი პატარკაციშვილთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, შემდეგ ცუდი და შემდეგ - უარესი. ეს ურთიერთობა უფრო გაფუჭდა ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ, როდესაც უფლებამოსილებების ბალანსი შეირყა. ამის შემდეგ, პატარკაციშვილმა გარკვეული პერიოდის შემდეგ პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. ამის შემდეგ დაიწყო პატარკაციშვილთან მოლაპარაკებები „ტელეიმედის" რკინიგზაში გაცვლაზე. მე ვიყავი ამ მოლაპარაკებებში ჩართული და ვიცოდი, რომ ბადრი ამას არ გააკეთებდა. აქედანაც მკაფიოდ ჩანს სააკაშვილის სარედაქციო პოლიტიკით დაინტერესება, რკინიგზა მაშინ ნახევარი მილიარდი დოლარი ღირდა.

    რაც შეეხება ნოემბერში საპროტესტო აქციებს, ვიცოდით, რომ ორი ნოემბერს იყო დაანონსებული აქცია და იქნა გადაწყვეტილება მიღებული ეს მიტინგები ჩატარდებოდა და თავისით ჩაქრებოდა.

    7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ ვესაუბრე ვანო მერაბიშვილს ტელეფონით და დამარწმუნა, რომ ის საშუალებები იყო გამოყენებული, რაც ევროპაში აპრობირებულია.

    „ტელეიმედში" შეჭრის შემდეგ პრეზიდენტთან მივედი, მაშინ კანცელარიაში იყო მისი ოთახი, იქ ისხდნენ ძალოვნები და საკმაოდ კმაყოფილი ჩანდნენ იმ დღის ნამოქმედარით", - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა „ტელეიმედში" შეჭრის, მთაწმინდის პარკის ჩამორთმევისა და 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმის განხილვაზე, მოწმედ დაკითხვისას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მზირალი   (15.02.2018)
    აი ასეთია ისტორიის გაკვეთილები. ცემა ტყეპა და დარვევა სახელმწიფოს და საზოგადოებში უფრო ხიდჩატეხილობას ქმნის ვიდრე აერთიანებს


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter