სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.03.2018

     (რეზონანსი) თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიაში, ქალაქ აფრინის ცენტრალურ ნაწილს ალყა შემოარტყეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „Anadolu" გენერალური შტაბის ხელმძღვანელის წერილობით განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

    „12 მარტის შემდეგ ჩატარებული ოპერაციების შედეგად, აფრინის ცენტრალური ნაწილი გარშემორტყმულია. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონები ოპერაციის გაგრძელების მიზნით კონტროლირდება", - ნათქვამია განცხადებაში.

    თურქეთი 20 იანვრის შემდეგ სირიის ჩრდილოეთში, აფრინის რეგიონში სამხედრო ოპერაციას აწარმოებს. თურქეთი რეგიონში არსებულ ქურთულ დაჯგუფებებს ტერორისტულ დაჯგუფებებად მიიჩნევს. თურქეთის გენშტაბის ინფორმაციით, ოპერაციის დაწყების შემდეგ სულ 3393 ტერორისტია ლიკვიდირებული.

     

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved