სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.03.2018

     (რეზონანსი) სასამართლომ ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მიმართ ძალადობაში ბრალდებული აღმზრდელის თანაშემწე დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით განუსაზღვრა - ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

    როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, აღმზრდელის თანაშემწემ ოთხ ბავშვზე ძალადობა განაცორციელა, რის შედეგადაც ოთხივე მათგანმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

    „სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს, დღის საათებში, ქ. თბილისში, საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელის თანაშემწემ კ.კ.-მ ამავე ბაგა-ბაღის აღსაზრდელი მცირეწლოვნების ლ.რ.-ს, დ.რ.-ს, ა.ხ.-სა და ნ.მ.-ს მიმართ განახორციელა ძალადობა, რის შედეგადაც ოთხივე აღსაზრდელმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

    ბრალდებული გასული წლის 14 დეკემბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს.

    მას ბრალდება სსკ-ს 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა.

     

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved